გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ხიდისთავში 1 700 მეტრი ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხი. გზის რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.