25 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს - ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში" - პრემიერი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ბრიუსელის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მომდევნო კვირაში მთავრობის მეთაური, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთსაც ეწვევა.

"მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში. ამას მოჰყვება, ერთ კვირაში, ვიზიტი სომხეთში. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები