25 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ხარჯავენ მგონი 48 000 დოლარს, ამით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარება და არა აბსურდული კამპანიის წარმოება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიღარიბის თემით სპეკულირება მათი მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია. პრემიერმა გაიხსენა, თუ რა დონეზე იყო სიღარიბის ზღვარი წინა ხელისუფლების დროს. ამასთან, აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის.

"კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაზე ხარჯავენ მგონი 48 000 დოლარს. 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება.

რაც შეეხება სიღარიბეს, ამასთან დაკავშირებით, გვაქვს კონკრეტული მონაცემები, 15.4% ეს არის 2022 წლის მაჩვენებელი. არის ძალიან მძიმე ვითარება., მართალია, "ნაცმოძრაობის" დროს, ანუ ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1 150 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება "ნაცმოძრაობის" მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ?! - იმიტომ რომ, მათ დაგვიტოვეს 1 150 000 სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღეს გვაქვს ისტორიული მინიმუმი, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები