25 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, ლუის ბონოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან, - ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

"ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

საუბარი შეეხო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ამერიკულმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები