25 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს - გარწმუნებთ, ფინეთი აუცილებლად დაგიჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ანდერს ადლერკროიცი

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიას განუცხადა, რომ ოფიციალური ჰელსინკი საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა.

"ევროპის გაფართოება აუცილებელია ევროკავშირის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს. გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს, რომ განაგრძოს ევროპისკენ სვლა. გარწმუნებთ, რომ ფინეთი აუცილებლად დაგიჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა ანდერს ადლერკროიცმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ფინეთის რესპუბლიკაში გრძელდება. ილია დარჩიაშვილი, ფინეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ, ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა ფინეთის პარლამენტშიც.

დღის ამბები