25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ღაზაში 4 თვეში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს სხვა კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო

ღაზაში, ომის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში, იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში. ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს გენერალური კომისარი ამ მონაცემებს "გამაოგნებელს" უწოდებს.

ფილიპ ლაზარინი სოციალურ ქსელში აზიარებს დიაგრამას, რომელზეც 2019-2022 წლებში გლობალურად მიმდინარე კონფლიქტებში დაღუპული ბავშვების რაოდენობა ღაზაში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე დაღუპული ბავშვების რაოდენობას არის შედარებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2019-2022 წლებში, გლობალურად, 12 193 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ღაზაში მიმდინარე ომს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით - 12 300 ბავშვი ემსხვერპლა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, სულ მცირე 17 ათასი ბავშვი ღაზაში "ახლა თანმხლების, პატრონის გარეშეა დარჩენილი ან დაშორებულია ოჯახისგან“.

დღის ამბები