ბათუმის შემდეგ ზუგდიდი - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური კიდევ ერთი ახალი სადგური ამიერიდან ზუგდიდშიც მოქმედებს. ობიექტი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში შვედეთის ელჩთან ერთად გახსნა.
ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად უკვე მსგავსი 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილურია.
პროექტის მხარდამჭერები გარემოს დაცვის სამინისტრო და შვედეთის მთავრობა არიან.