25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ფართომასშტაბიანი კამპანია ელექტრონული არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის - შესაბამის ტექნოლოგიებს სემეკის თანამშრომლები გაეცნენ

ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის. ამჯერად შესაბამის ტექნოლოგიებს სემეკის თანამშრომლები გაეცნენ.

შეხვედრას ცესკოსა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ სემეკის წარმომადგენლებმა იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა პრაქტიკაში თავად გამოცადეს.

"გვაქვს შესაძლებლობა სემეკ-ის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შევხვდეთ, გავუზიაროთ მათ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიურ ნოვაციებსა და სხვა სერვისებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. კვლავ გავაგრძელებთ ინტენსიურ შეხვედრებს სხვადასხვა საზოგადოების ჩართულ მხარეებთან მიმართებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ როგორც ცნობიერების ამაღლება, ასევე საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო გარემოს განვითარება," - აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები