25 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ფინეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ, ჰელსინკში მყოფი ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიიღო

ფინეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ, ჰელსინკში მყოფი ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვდა ასევე ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენსს და სხვა დეპუტატებს.

"ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, სადაც ფინეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც აწუხებს ევროპას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ვიზიტი იყო ძალიან შედეგიანი და მნიშვნელოვანი, რომელიც რა თქმა უნდა მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. მივიღე ძალიან ძლიერი გზავნილი იმისა, რომ ფინეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები