ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების გამო, ამ ქვეყნის საზღვართან ჯარებს განალაგებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ფინეთთან ჩვენ იდეალური ურთიერთობები გვქონდა, უბრალოდ, იდეალური. არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია, მითუმეტეს, ტერიტორიული, სხვა სფეროებზე რომ არაფერი ვთქვა.
ეს არის აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯი და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა. თუმცა, მათ ასე გადაწყვიტეს. ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება," – განაცხადა პუტინმა.