25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
თეა წულუკიანი მესხეთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თეა წულუკიანი მესხეთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 14 მილიონ 140 000 ლარი გამოყო.

მესხეთის თეატრში მოეწყობა ორი დარბაზი. მცირე დარბაზი - 100, ხოლო დიდი დარბაზი 500  მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. სრულად განახლდება როგორც თეატრის შიდა სივრცე, ისე - შენობის ფასადი, მოპირკეთდება თეატრის ეზოც.

მოეწყობა 8 სასტუმრო ოთახი. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე. რეაბილიტაცია 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.

დღის ამბები