პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში ბაიდენს შეხვდნენ. ანჯეი დუდამ შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ აშკარად აჩვენ, შეერთებული შტატების ლიდერობა გლობალური უსაფრთხოების საკითხში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის სხვა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთს 96 "აპაჩის" ტიპის ვერტმფრენს მიჰყიდის და 2 მილიარდი დოლარის დახმარების სესხს დაუმტკიცებს.