25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით.

ასევე, აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ირაკლი კობახიძემ მარკ კლეიტონს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები