ჩინეთში რესტორანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 22 ადამიანი. არიან მძიმედ დაშავებულებიც.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰებეის პროვინციაში პეკინთან ახლოს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის ბიურო და საგამოძიებო სტრუქტურები.