25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ფიქრობენ იქნებ სათაურით მაინც ჩაუდონ ვინმეს გონებაში, რომ მართლაც რაღაც ახალია - გია ვოლსკი მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, პარტიული ნომრის შეცვლა ვერ შეცვლის და ფიქრობენ, რომ გვარამია-მელიას პოლიტიკური სვლა, მხოლოდ "ქართული ოცნების" საარჩევნო მიზანს დაეხმარება.

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განმარტებით, მელია და გვარამია პარტიის სათაურით ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლაც რაღაც ახალი შექმნეს, თუმცა ეს ფუჭი მცდელობებია.

"როცა ეცადნენ, რომ საზოგადოების რომელიმე ფენა დაერწმუნებინათ იმაში, რომ ეს არ არის "ნაცმოძრაობა" და არის რაღაც ისეთი წარმონაქმნი, რომელიც უპირისპირდება "ნაცმოძრაობას", არის მესამე პლატფორმა და ა.შ. ფუჭად აკეთეს ასეთი ხმამაღალი განცხადებები. ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ სათაურით მაინც ჩაუდონ ვინმეს გონებაში, რომ მართლაც რაღაც ახალია. რა შანსებიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", იმავენაირად შეიძლება ვისაუბროთ იმ ანასხლეტებზე, რაც "ნაცმოძრაობისგან" იყო ბოლო პერიოდში გამოყოფილი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები