25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე კი, შავაძის უკანონო დაკავებაში და ჯგუფურად მკვლელობაში. ორივე მათგანს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის საქმის განხილვა, დახურულ კარს მიღმა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესს ესწრებოდა შავაძის მეუღლეც. სასამართლო სხდომის შემდეგ, მედიისთვის კომენტარები არ გაკეთეს ადვოკატებმა.

შეგახსენებთ როინ შავაძის საქმეზე სულ 12 ბრალდებულია, მათგან ორს ამ დრომდე ეზებენ, 10-პირი დაკავებულია, რომელთაგანაც ორმა საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით არჩია. როინ შავაძე 2008 წელს მოკლეს, რაც მაშინ დაკავებულის გაქცევის მცდელობით ახსნეს. თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებულმა ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეც-რაზმელებმა სამხედროს ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში სასტიკად სცემეს, შემდეგ კი რამდენიმე გასროლით მოკლეს.

დღის ამბები