გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, სულ მცირე 17 ათასი ბავშვი ღაზაში "ახლა თანმხლების, პატრონის გარეშეა დარჩენილი ან დაშორებულია ოჯახისგან“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
განახლებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას უკვე 12 ათასზე მეტი პალესტინელი ბავშვი ემსხვერპლა.
"ისრაელის ძალები სისტემურად აკავებენ პალესტინელ ბავშვებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე - ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, მინიმუმ 200 ბავშვი დააკავეს. ისინი ხშირად ექცევიან ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ქვეშ“, - წერს Al Jazeera.