ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს რეგიონული საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.
შენდება 14 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა. 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი. უკვე ხუთივე გვირაბი გაჭრილია. 20 ხიდიდან აშენებულია 19. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის. ახალი შემოვლითი გზა კი 7 სოფელს გაივლის.