25 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება - ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. 

"გვქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვისაუბრე იმ კრიტერიუმზე, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გვქონდა საკმაოდ ფართო კონსულტაციები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ვიდრე არჩევანი შეჩერდებოდა ბატონ მიხეილზე.

მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს ბატონ მიხეილს, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის იქნება საუკეთესო მინისტრი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რაც დაკავშირებულია ამ სამინისტროს საქმიანობასთან", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 11 მარტს დაინიშნა.

დღის ამბები