ინდონეზიაში მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 6 დაკარგულად ითვლება. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, სუმატრას პროვინციაში მოხდა.
რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა სახლები, მაღაზიები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა - შეფერხებულია გზებზე მოძრაობა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიამ 39 000 ადამიანი დააზარალა.