25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეო უწყებაში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს

რომის პაპის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვატიკანის წარმომადგენელი - ვისვალდას კულბოკა დაიბარა.

"ვისვალდას კულბოკასს უთხრეს, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია რომის პაპის კომენტარებით "თეთრ დროშასთან" და აგრესორთან "გამბედაობისა და მოლაპარაკების" აუცილებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური კიევი რომის პაპისგან ელის, რომ ის "საერთაშორისო თანამეგობრობას ძალების დაუყოვნებლივ გაერთიანების საჭიროებას აჩვენებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პაპის განცხადების ადრესატი უნდა იყოს აგრესორი და არა მსხვერპლი.

ცნობისთვის, რომის პაპს მიაჩნია, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად.

დღის ამბები