25 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა - ახალ ერთობას "ახალი" ერქმევა და არჩევნებშიც ერთიანი სია ექნება

ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან - მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ახალ ერთობას "ახალი" ერქმევა და არჩევნებშიც ერთიანი სია ექნება.

"ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებსიტი ვარ.

ჩვენი ფერია მწვანე - ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი; ჩვენი ფერია ნარინჯისფერი - არის ენერგიის, დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ", - აცხადებს პოლიტიკური პლატფორმის "ახალი" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანების მთავარი მიზანი სიახლის მოპოვება და მომავალია.

"შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში გვაერთიანებს მომავალი. დიახაც, პირველ რიგში გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები