25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამართულ ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ - ილია დარჩიაშვილი ადეიშვილზე

ზურაბ ადეიშვილის ვიზიტები გერმანიასა და ევროკავშირში და საქართველოს ხელისუფლების პასუხი პარტნიორებს - საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრა გაიმართა.

დიპლომატებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

"დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირს ელჩთან და ასევე გერმანიის ელჩთან საქართველოში. ჩვენ ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ, რომ ის ადამიანი კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილები და ბრალდებულები, არ უნდა იღებდნენ მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში მონაწილეობას ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე მესაუბრა. ზოგადად, ბოლო პერიოდში ჩვენ გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც ძალიან მძიმე ბრალდებები არსებობს. ვფიქრობ, ჩვენ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობართან უნდა გამოგვეხატა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომელსაც ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები მართავენ," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გერმანიასა და ევროკავშირში არაერთი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის გერმანიის იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროკომისრებთან

დღის ამბები