25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა - მან ამ პოსტზე ზურაბ აბაშიძე ჩაანაცვლა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გიორგი ქაჯაია რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.

ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად, რამდენიმე წელი მუშაობდა, პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად კი ნიკოლოზ ტყემალაძე.

დღის ამბები