25 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
7 ნოემბრის ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება

7 ნოემბრის ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება. იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა. დაესწრება თუ არა სხდომას ყოფილი პრეზიდენტი, უშუალოდ პროცესის დაწყების წინ გახდება ცნობილი.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები