საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.
ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - აღნიშნულია განცხადებაში.