კახეთში მიმდინარე საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო. სიღნაღის, სოფელ ძველ ანაგში, სადაც 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, კახეთის მხარის რწმუნებული ჩავიდა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 3 მილიონ 300 ათას ლარს აჭარბებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჯამში, 21 ახალი შენობა აშენდება.