თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.
მან ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრი, ეროვნული გვარდიის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე იმყოფებოდა.