25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ჯო ბაიდენმა კონგრესის წევრებს უკრაინის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პუტინი არ გაჩერდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. ჯო ბაიდენმა, კონგრესის წევრებს უკრაინის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პუტინი არ გაჩერდება.

მან აღნიშნა, რომ კიევი რუსეთისგან თავდასაცავად არა ამერიკელი ჯარისკაცებით დახმარებას, არამედ იარაღს ითხოვს. ბაიდენის თქმით, მისი მიზანი კონგრესის გამოღვიძება და ამერიკელი ხალხის გაფრთხილებაა, რომ დემოკრატია საფრთხეშია.

ასევე, პრეზიდენტმა ამერიკელ სამხედროებს ღაზის სექტორის სანაპიროზე დროებითი პორტის შექმნა დაავალა, რაც ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდების საშუალებას მისცემთ.

ბაიდენის თქმით, ის ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნის ღაზაში და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალი, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

დღის ამბები