ქართული ღვინის მწარმოებელმა 16-მა კომპანიამ ქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა.
მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, რაც მწარმოებლებს - ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.