25 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა - შესაბამისი პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი, თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.

დღის ამბები