25 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება ფხვენისში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, ქიწნისის მეურნეობაში, ტყვიავისა და მარანას დამაკავშირებელ გზაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. სამუშაოები, გორის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.

დღის ამბები