25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ჰამასის" დელეგაციამ, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - "ჰამასის" დელეგაციამ, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვა, თუმცა შეიარაღებულ დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

"ჰამასის" სპიკერის თქმით, "ისრაელი უარს ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის, იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებისა და ჯარების გაყვანის გარანტიების შესრულების პასუხისმგებლობა აიღოს".

ისრაელს მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ანკლავში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ მძიმდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ღაზის სანაპიროზე დროებითი პორტის შექმნის ბრძანება გასცა.

დღის ამბები