25 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
დღეს ბათუმში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდების შეხვედრა გაიმართება

დღეს ბათუმი სპორტის და, განსაკუთრებით, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცევა, სადაც 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდების შეხვედრა დაიწყება.

მატჩისადმი ინტერესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან მთავარი იმ ფეხბურთელთა სახელები და გვარებია, რომლებიც დღეს მინდორზე გავლენ და გულშემატკივარს დაუვიწყარ სანახაობას მოუწყობენ.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ:

შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

"ინტერის" შემადგენლობაში ითამაშებენ:

ლუიშ ფიგუ, სებასტიან ფრეი, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე, დიეგო მილიტო, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, როდრიგო პალასიო, დავიდ სუასო​ და მაიკონი.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები