25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ოთარ შამუგია ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს, გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის გზები და, ამ მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევაა და მასთან გასამკლავებლად, ქვეყნებს შორის აქტიურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ღონისძიებების გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ქართულმა მხარემ ისლანდიის დელეგაციას საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დღის ამბები