რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანი - ასე ეხმიანება უკრაინაში საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს ოდესაზე იერიშს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. სოციალურ ქსელში შარლ მიშელი წერს, რომ "ეს, კრემლის სტანდარტებითაც, კი მდაბიო საქციელია".
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად გუშინ ქალაქში 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა. მედიის ინფორმაციით, შეტევა უკრაინისა და საბერძნეთის პირველი პირების შეხვედრის დროს, მათგან დაახლოებით 800-ს მეტრში მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჯარები თავს დაესხნენ პორტში უკრაინული საზღვაო თვითმფრინავების განთავსებულ ანგარს და აღნიშნეს, რომ "მიზანი მიღწეულია".
ღამით დაიბომბა ხარკოვის ოლქი. დაიღუპა 1, დაშავდა 7 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები. შეტევა იყო სუმის ოლქზეც.
თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ღამით შეტევა იყო რუსეთში ტულის ოლქზე. ჩამოგდებულია 2 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
პარალელურად, რეკომენდაცია გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება
საკუთარ მოქალაქეებს "კატეგორიულად" ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.