25 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"სომხეთს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, განახორციელოს სრული ზედამხედველობა აეროპორტში" - სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის ზვართნოცის აეროპორტი უნდა დატოვონ

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა იმსახურონ და არა რუსებმა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით, სომხეთს მკაფიო პოზიცია აქვს და მან ამის შესახებ რუსეთს ოფიციალური წერილით აცნობა“, - დასძინა გრიგორიანმა.

კითხვაზე, თუ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა: "დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი იძენს შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. ამ დროისთვის, სომხეთს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, განახორციელოს სრული ზედამხედველობა აეროპორტში".

გრიგორიანის ამ განცხადებემდე, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა თქვა, რომ რუსი მესაზღვრეები დედაქალაქის აეროპორტში არ უნდა მსახურობდნენ.

რუსი მესაზღვრეები, სომხებთან ერთად, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში 1992 წლიდან მსახურობენ.

დღის ამბები