25 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"თუ არჩევნების შედეგების მიმართ შეიქმნება რამე ფორმის უნდობლობა, ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ყურადღება არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის შემთხვევაში შექმნილ საფრთხეზე გაამახვილა.

მისი განმარტებით, ეს პირველი ნაბიჯი იქნება დესტაბილიზაციისკენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

"დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან ცუდი რამე იქნება საქართველოში, თუ არჩევნების შედეგების მიმართ შეიქმნება რამე ფორმის უნდობლობა. ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ და ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის რამე საფრთხე, რამე დესტაბილიზაცია. ამიტომ, ჩვენ ყველას, ამაში ვგულისხმობ როგორც მმართველ, ისე სხვა პარტიებს, ყველას ინტერესია ან არის, ან უნდა იყოს, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ ეს არჩევნები,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები