25 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის მთავარი მეტოქე კანდიდატურას ხსნის

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი ტრამპის უკანასკნელი კონკურენტი საარჩევნო მარათონში მონაწილეობას წყვეტს, - CBS News-ი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ნიკი ჰეილი დღეს მშობლიური შტატის, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტოუნში სიტყვით გამოვა და საზოგადოებას საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვის შესახებ თავად აცნობებს.

ნიკი ჰეილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა რესპუბლიკური პარტიის მიერ ე.წ. სუპერსამშაბათის ფარგლებში გამართულ თითქმის ყველა პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვება. ჰეილიმ უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ვერმონტის შტატში შეძლო.

 

დღის ამბები