25 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ისლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

"განიხილეს სხვადასხვა სფეროში დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვიზიტების შემდგომი გაცვლისა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა ამ მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

დღის ამბები