25 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
პაველ ჰერჩინსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფოტიგას მოთხოვნით შეტანილ შესწორებაზე - ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის ჩვენმა ლიდერებმა გამოთქვეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას მოთხოვნით შესულ შესწორებას გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროპარლამენტარები, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში, თავისუფლები არიან, ხოლო ევროკავშირის პოზიციას, ოფიციალურ დონეზე, ორგანიზაციის ლიდერები გამოხატავენ.

"ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი აზრი და მოსაზრებები. ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი და ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას, მათი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის გამოთქვეს ჩვენმა ლიდერებმა, მათ შორის კომისრებმა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მისი ყველა უფლება, როგორც პატიმრის და როგორც ბრალდებულის სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, რამე ფორმით ვიყოთ ჩართული. რაც მოხდა ევროპარლამენტში, ევროპარლამენტის ინიციატივაა," - განაცხადა დიპლომატმა.

ადამიანებისთვისაცაა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

 

დღის ამბები