25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ფეხბურთის გულშემატკივრებს "ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების მატჩით გავახარებთ - კახა კალაძე

ბათუმში, 7 მარტს, "აჭარაბეთ არენაზე" ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. „ინტერს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები