25 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი "საარჩევნო ცვლილებებზე" პრეზიდენტის ვეტოზე - ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ, ტრადიციულად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები

"ეს არის იმ თავდასხმის ნაწილი, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ ცესკოს თავმჯდომარეზე ან ცესკოზე, ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ, ტრადიციულად, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები“- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოზე დასმულ კითხვას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნიადაგი მზადდება იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში.

"შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 20112 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და კვირები დასჭირდათ იმისთვის, რომ მანდატი აეღოთ. 2020 წელს არ აღიარეს დამარცხება და თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, რომ მანდატები მიეღოთ. ზუსტად იმავეს აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები 2024 წელს და ეს არის ნიადაგის მზადება. ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები