მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) იუწყება, რომ ორკვირიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი მცდელობა, მიეტანა სასურსათო დახმარება ჩრდილოეთ ღაზაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გაეროს სააგენტოში ამბობენ, რომ 14 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა "უკან დააბრუნეს".
“უკან გზად ჰუმანიტარული ტვირთი სასოწარკვეთილი ხალხის ჯგუფმა გაძარცვა და წაიღეს დაახლოებით 200 ტონა სურსათის ნაწილი“, - იუწყება გაეროს სურსათის სააგენტო.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.
ამავდროულად, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამშაბათს ღაზას ჩრდილოეთით 36,000 საკვები შეიტანეს იორდანიასთან კოორდინაციით - ეს მეორე ერთობლივი მისიაა ბოლო დღეებში.
გაერომ მსოფლიო გააფრთხილა, რომ შესაბამისი რეაგირების შემთხვევა ღაზაში მასობრივი შიმშილი "თითქმის გარდაუვალია".
BBC ღაზაში ჰამასის მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კამალ ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად.
ისრაელის არმიის სპიკერმა კონტრ-ადმირალ დანიელ ჰაგარიმ კვირას განაცხადა, რომ ისინი ხელს უწყობენ დახმარების კოლონებს და საჰაერო მიწოდებას ჩრდილოეთ ღაზაში, თუმცა ისრაელის მხარე დახმარების უსაფრთხო განაწილებაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის არმიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია, ჰამასის განადგურების მიზნით, რომელიც აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ისრაელის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჰამასის შეიარაღებული მებრძოლების მიერ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში დაახლოებით 1200 ადამიანი დახოცვა და 253 ტყვედ აყვანა.