პაკისტანში, უამინდობის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაშავდა.
გაძლიერებულმა ნალექმა, წვიმამ და თოვლმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია დააზარალა.
ადგილობრივი მეტეოროლოგის განცხადებით, ინტენსიური ამინდი იშვიათია მარტის თვეში და აღნიშნა, რომ ეს გარკვეულწილად კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული.