განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად, დიდი ოდენობით მეთადონი იმერეთში, მდინარის პირას, სპეციალურ სამალავებში, მისი შემდგომში რეალიზაციის მიზნით განათავსა.
პროკურატურის ცნობით, მოგვიანებით ეჭვმიტანილებმა ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.