25 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
გვარამია, მელია - მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე - ირაკლი კობახიძე

"ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს "ნაცმოძრაობაზე", სამჯერ მეტი ხმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ამოცანაა შეარჩინათო და კიდევ უფრო გაზარდონ ის მხარდაჭერა, რომელიც საზოგადოებისგან აქვთ.

"ბოლო რეიტინგი არის ასეთი - "ნაცმოძრაობა" 18%, ყველა სხვა პარტია 5%-ზე ქვემოთ... აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა ხედავთ, რომ შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. იდეალური იქნება, თუ "ნაცმოძრაობის" ვერცერთიო სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს "ნაცმოძრაობაზე", სამჯერ მეტი ხმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი - ჩვენ გვაქვს 60%-მდე "ნაცმოძრაობას" 18%, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან. გვარამია, მელია - მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ რეებს აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მელიაზე მახსენდება მის მიერ "ქართუ ბანკის" გაკოტრება, ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება იმედში შევარდნა, ამის გაპრავება, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, "ელიტელექტრონიქსის" საქმე , მაგნატის საქმე, ეს რეკეტი და სიბნელე, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ დაბრუნდება, ამას ხალხი არ დააბრუნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები