25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 20 ადამიანი.

ოთხი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ორი კი ამხილეს. ამოღებულია პისტოლეტები, მჭიდები, ვაზნები, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, ამფეთქი ფალიები, "ტროტილი", კაფსულ-დეტონატორი, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, რევოლვერი და სასიგნალო პისტოლეტი.

დღის ამბები