ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური მატჩები გაიმართება. დღეს ორი განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.
ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში შედგება, სადაც სტუმრად ლაციო ჩავა. პირველი მატჩი რომში, მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ახლა კი - ტომას ტუხელის გუნდს ჩამორჩენის აღმოფხვრა და მინიმუმ ორი გოლით გამარჯვება მართებს.
დღის მეორე მატჩი, სან სებასტიანში გაიმართება. "რეალ სოსიედადი" "პარიზ სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა, პარიზში, მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. ამ მატჩშიც, ფავორიტი ფრანგული გუნდია.