25 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი, ბრიუსელში "ეფესბეს" გავლენის აგენტს შეხვდა - Politico

2023 წლის ოქტომბერში, სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი - აქტიური "გავლენის აგენტი", რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან, ბრიუსელში, ევროპარლამენტარებს შეხვდა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა ევროკავშირის ინსტიტუტებში შეაღწიოს და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს.

როგორც Politico წერს, იმ ევროპარლამენტთა შორის, რომელთაც ანტიჩი შეხვდა, იყვნენ გერმანელი ვიოლა ფონ კრამონი, იტალიელი ალესანდრა მორეტი და სლოვაკი ვლადიმირ ბილჩიკი.

გამოცემა წერს, რომ უცნობია, ჰქონდათ თუ არა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია ანტიჩის რუსულ "ეფესბესთან"კავშირის შესახებ.

დღის ამბები